მთავრობა სპარსეთის ყურის ორგანიზაციის მიერ წამოყენებულ წინადადებას შეისწავლის იემენში გარდამავალი პერიოდის შესახებ და მის შესაბამისობას განიხილავს ქვეყნის კონსტიტუციასთან მიმართებაში.
იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე აცხადებს, რომ მისი მთავრობა სპარსეთის ყურის ორგანიზაციის მიერ წამოყენებულ წინადადებას შეისწავლის იემენში გარდამავალი პერიოდის შესახებ და მის შესაბამისობას განიხილავს ქვეყნის კონსტიტუციასთან მიმართებაში.
სალემ დღეს იემენის დედაქალაქ სანააში მიმართა მხარდამჭერებს.
ექვსი ქვეყნის წარმომადგენლით დაკომპლექტებულმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ, სალეს გადადგომისა და სამ თვეში ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გეგმა გუშინ წარადგინა.