პაკისტანის დაპა ჩარსადას შორიახლოს კამიკაძე ტერორისტმა აფეთქება განახორციელა ავტოკოლონაში.
აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაჭრილები. ადგილობრივი პოლიციის განცხადების თანახმად ტერორისტისდ სამიზნე იყო პაკისტანის ცნობილი პოლიტიკური ფიგურა მულანა ფაზლურ რემანი, რომლის ავტომობილი ავტოკოლონაში მოძრაობდა. რემანი ცოცხალი გადარჩა. მანამდე მისი მკვლელობის კიდევ ერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი დაბა სვაბისთან. აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რემანი კონსერვატული ისლამური პოლიტიკური პარტიისა ჯამიად ულემაე ისლამის ერთ-ერთი განშტოების ხელმძღვანელია. მიუხედავად იმისა, რომ მისი საჯარო გამოსვლების მთავარი თემა ანტი-ამერიკანიზმია ახლახანს ვიკილიკსში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მან ამერიკელ ოფიციალურ პირებს შესთავაზა თანამშრომლობა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.