სამართალდამცავებმა ორი პიროვნება დააკავეს.
კენიის პოლიციამ ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. სამართალდამცავებმა ორი პიროვნება დააკავეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს.
ამის შესახებ პოლიციის უფროსმა ერიკ ქირაითმა განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეები ნაირობში, შაბათს დააკავეს. დაკავებულებს აღმოაჩნდათ ყველა ის ნივთიერება, რაც ასაფეთქებელი ნაღმის დასამზადებლად არის საჭირო.
პოლიციის უფროსის თქმით, ერთერთი მათგანი სასულიერო პირია. კენიაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც გასულ კვირას უგანდაში ტერაქტის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა.