ნობელის პრემიის ლაურეატს და პოლიტიკურ ექსპერტს ადილ ნაჯამს მიაჩნია, რომ ამჟამად განძევებაში მყოფი პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის პაკისტანში დაბრუნება დადებითი მოვლენა იქნებოდა პაკისტანისათვის. როგორც ამერიკის ხმასთან საუბარში მან აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ ზოგს პაკისტანში არ მოსწონს მუშარაფი იმავე ხალხს არც ის კანდიდატები მოსწონთ, რომლებიც მომავალ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მუშარაფმა ახლახანს ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა ლონდონში და აქტიურად ცდილობს პაკისტანის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩართვას. მუშარაფი პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაური იყო, როდესაც მან ხელისუფლების სადავეები იგდო ხელთ 1999 მოწყობილი სახელმწფო გადატრიალების დროს. იგი პაკისტანიდან 208 წელს გაემგზავრა, მას შემდეგ რაც დამარცხდა საყოველთაო არჩევნებში.