ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

კოსოვოს ალბანური მთავრობის ლიდერები არწმუნებენ ალბანეთს, სერბეთის პროდუქციის იმპორტი შეაჩეროს.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოსოვოს მკაცრი გეზის მიმდევარ პოლიტიკოსთა მოწოდება-სერბეთთან გამავალი საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მკაცრად დაგმო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლოკადა მრავალეთნიკურ კოსოვოს დემოკრატიული გზით განვითარებაში ხელს შეუშლის.

კოსოვოს მთავრობის ლიდერები არწმუნებენ ალბანეთს-სერბეთის პროდუქციის იმპორტი შეაჩეროს. მათი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მიღება კოსოვოს ეთნიკური სერბების მიერ საკონტროლო გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ განაპირობა, ზომამ რომელსაც ისინი ბელგრადის პოზიციის გამოხატულებად აღიქვამენ.