ლიბიელ მეამბოხეთა ბანაკი დაბომბეს

ლიბიელ მეამბოხეთა ბანაკი დაბომბეს

ლიბიის მთავრობის მხარდამჭერმა ძალებმა აჯაბიასთან დაბანაკებული მეამბოხეები დაბომბეს.

თავდასხმა დღეს მოხდა. მეამბოხეები იძულებულები შეიქნენ ნავთობის საპორტო ქალაქისკენ ბრეგასკენ წინსვლა შეაჩერონ.

შეგახსენებთ რომ ბრეგაზე კონტროლი ხელიდან ხელში გადაის.

ამის ფონზე წითელი ჯვრის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარებით დატვირთული გემი ქალაქ მასრაში შევიდა. ქალაქი მეამბოხეების კონტროლის ქვეშ იმყოფება.