პრეზიდენტი ობამა თამაშის დროს დაშავდა

პრეზიდენტი ობამა თამაშის დროს დაშავდა

ბარაკ ობამას ტრამვა კონგრესის ლათინო-ამერიკული ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა რეი დესერეგამ მიაყენა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას კალათბურთის თამაშის დროს მიღებული ტრამვის გამო, 12 ნაკერი დაადეს ზედა ტუჩზე.

თეთრის სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის განცხადებით, პრეზიდენტს შემთხვევით იდაყვი მოხვდა სახეში, ვაშინგტონის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, თავის ახლობლებთან კალათბურთის თამაშის დროს.

თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, ბარაკ ობამას ტრამვა კონგრესის ლათინო-ამერიკული ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა რეი დესერეგამ მიაყენა.

ბატონმა დესერეგამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდი სიამოვნება მიიღო თამაშის დროს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მალე დაუბრუნდება საკალათბურთო მოედანს.

აღსანიშნავია, რომ რეი დესერეგამ ყოველგვარი ბოდიშების გარეშე გააკეთა აღნიშნული განცხადება.