საერთაშორისო ამნისტიამ მისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო ამნისტიის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფოები პრაქტიკულად არ იძიებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს თუ ეს არ შედის მათი პოლიტიკური ინტერესების არეალში. თუმც იქვე აღნიშნულია, რომ ამ დარგში განსაზღვრულ წინსვლას ჰქონდა ადგილი ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგალითად მოყვანილია არგენტინაში, პერუში და ურუგვაიში სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის ყოფილი ლიდერების გასამართლების ფაქტები. საერთაშორისო ამნისტიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არა ერთი წამყვანი სახელმწიფო თვლის, რომ იგი საერთაშორისო კანონებზე მაღლა დგას. მაგალითისათვის მოყვანილია ჩინეთი, რუსეთი და აშშ. რომლებმაც არ ისურვეს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრობა. ანგარიშში გაკრიტიკებულია აფრიკული კავშირის სახელმწიფოები, რადგანაც ვერ მოხერხდა ომარ ალ ბაშირის დაპატიმრება, რომელიც საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო დარფურში ჩადენილი ომის ბოროტმოქმედებისათვის.