ჩრდილოეთ კორეაში საკვების ქრონიკული უკმარისობა აღინიშნება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი რუსეთს სტუმრობს. რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს დილით მისმა დაჯავშნულმა მატარებელმა ციმბირის საზღვარი გადაკვეთა.
მომავალ კვირას აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ ულან უდეში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კიმ ჩენ ირს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერთა შორის მოლაპარაკების მთავარი თემა, სავარაუდოდ რუსეთის მიერ სასურსათო და ბირთვული პროგრამების შემდგომი გაგრძელება იქნება.
რუსეთის მხრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში სექტემბრის დასასრულამდე 50 ათასი ტონა ხორბალი გაიგზავნება. ტვირთის პირველმა პარტიამ ქვეყანა უკვე გუშინ დატოვა. ჩრდილოეთ კორეაში საკვების ქრონიკული უკმარისობა აღინიშნება. მდგომარეობა უკანასკნელი პერიოდის წყალდიდობებმა კიდევ უფრო გაართულა.