ტრაგედია დატრიალდა ჩინეთის მაღაროებში

ტრაგედია დატრიალდა ჩინეთის მაღაროებში

ჰენანის პროვინციაში დილის 6 საათზე აფეთქება მოხდა.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვანახშირის საბადოში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 20 მაღაროელი დაიღუპა, 17 მათგანი კი მიწისქვეშ ჩარჩა.

ტრაგედია ჰენანის პროვინციაში დილის 6 საათზე მოხდა. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ უკვე დაიწყო სამაშველო სამუშაოები.

გასულ წელს ჩინეთის მაღაროებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2600 ადამიანი დაიღუპა.