შეტაკებას 300 მეამბოხე და 70 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
სუდანის არმიის განცხადების თანახმად, დარფურის რეგიონში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის გააფთრებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც 300 მეამბოხე და 70 ჯარისკაცი დაიღუპა.
გენერალ ალ-თაიუბ ალ-მუსბაჰ ოსმანის განცხადებით, შეტაკება სუდანის არმიის ნაწილებსა და დარფურის თანასწორობის მოძრაობის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მოხდა.
გაეროს მონაცემებით, ,2003 წლის შემდეგ სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად 300 000 ადამიანი დაიღუპა და ორნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილად გადაიქცა.