რას ფიქრობენ ამერიკელები ჩინეთის ეკონომიკაზე?

რას ფიქრობენ ამერიკელები ჩინეთის ეკონომიკაზე?

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებაში ნაკლებად დარწმუნებულია.

გალოპის კვლევითი ცენტრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 53 პროცენტს მიაჩნია, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. მხოლოდ 33 პროცენტი ამერიკელი ფიქრობს, რომ ამერიკას მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აქვს.

სინამდვილეში, ამერიკის შიდა პროდუქტის მოცულობა 14,6 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას, ჩინეთის შიდა პროდუქტის რაოდენობა ორჯერ ნაკლები ანუ 5,9 ტრილიონ დოლარია.

ეკონომიკის ექსპერტთა ვარაუდით, თუ ჩინეთმა ეკონომიკური განვითარება ამ ტემპით გააგრძელა, რამდენიმე ათეულ წელიწადში იგი ამერიკას უკან ჩამოიტოვებს.

გალოპის კვლევის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკამ სწრაფი აღამსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში 2008 წელს ეკონომიკური კრიზისის პერიოდი დადგა. თუ აშშ-ის ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო, გამოკითხვების შედეგებიც შესაბამისად შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოსახლეობა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებაში ნაკლებად დარწმუნებულია. ახლახანს, ჩინეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ჩინელების მხოლოდ 14 პროცენტს სჯერა, რომ მათი სამშობლო შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის წამყვან ძალად იქცეს.