შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრების წინაშე გამოსვლისას, საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ამ ორგანიზაციის მომავალი.
ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ თუ ნატოს წევრები უახლოეს ხანში არ გაზრდიან თავის თავდაცვის ბიუჯეტს, მაშინ მათ ამერიკელების დახმარების გარეშე არასახარბიელო და სავალალო პერსპექტივა ელით.
რობერტ გეითსმა თავის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ უთხრა ბრიუსელში შეკრებილ ნატოს ჩინოვნიკებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მოთმინების ფიალა ივსება, რადგან ვაშინგტონი ამ ორგანიზაციის ბიუჯეტის 3/4 ფარავს.
პენტაგონის უფროსმა აღნიშნა, რომ ნატოს 28 წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, თუმცა სულ რაღაც 11 კვირის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრთა უმრავლესობას ტყვია-წამალი გაუთავდა. ნახევარზე მეტს კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში.
მძიმე მდგომარეობაა ავღანეთშიც, სადაც დასავლეთის კოალიციამ 45 000 ჯარისკაცზე მეტის გამოყვანა ვერ მოახერხა.
რობერტ გეთსის განცხადებით:“ გულახდილად რომ ვთქვათ ვერც გაამტყუნებ ჩვენი მოკავშირეების უმეტესობას, როდესაც გულხელდაკრეფილი უყურებენ მიმდინარე მოვლენებს, რადაგან ფაქტიურად მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.“