უზბეკი ლტოლვილები ყირგიზეთში ბრუნდებიან

უზბეკების სახლების უმეტესობა ძალადობის შედეგად განადგურებული, დაზიანებული ან გაძარცვულია.

გაეროს ცნობით, 100,000 უზბეკი ლტოლვილის უმეტესობა ყირგიზეთში დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ მათ არ გააჩნიათ თავშესაფარი და მათ უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით,დაახლოებით 70,000 უზბეკი ლტოლვილი ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში დაბრუნდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლის ადრიან ედვარდსის თქმით, ბევრ ლტოლვილს ადარდებს უსაფრთხოების საკითხი, რადგან უზბეკების სახლების უმეტესობა ძალადობის შედეგად განადგურებული, დაზიანებული ან გაძარცვულია.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქებსა ოშსა და ჯალალაბადში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაახლოებით 400,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ედვარდსის თქმით, გაეროს აღელვებს ის, თუ რამდენად ნებაყოფლობით ხდება უზბეკი ლტოლვილების დაბრუნება უზბეკეთიდან ყირგიზეთში.