დაკავებულებს ჩხრეკვის დროს ვიდეოს და ხმის ჩამწერი აპარატურა აღმოუჩინეს.
ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს განცხადებით, სასამართლოს ოთხი წარმომადგენელი ლიბიაში დაკავეს, სადაც ისინი ოფიციალური მისიით იმყოფებოდნენ.
ჰააგის სასამართლოს წევრებს ლიბიაში მუამარ კადაფის ამჟამად პატიმრობაში მყოფი შვილი საიფ ალ-ისლამი უნდა ენახათ.
საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენმა სანიგ იუნ სონგმა მოუწოდა ტრიპოლის სასწრაფოდ გაათავისუფლოს დაკავებულები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ოფიციალურ მიმართვაში აღნიშნულია, რომ "ჰააგის კრიმინალური სასამართლოს წევრები სპეციალური მისიით იყვნენ წარგზავნილები ლიბიაში და მათ საერთაშორისო იმუნიტეტი იცავდა."
ლიბიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ჩხრეკვის დროს ვიდეოს და ხმის ჩამწერი აპარატურა აღმოუჩინეს.