სახელმწიფო მდივანი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხვალიდან, 3 დეკემბრის ჩათვლით ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს და ბაჰრეინს ეწვევა.
ყაზახეთში ჰილარი კლინტონი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, რომელიც დედაქალაქ ასტანაშია დაგეგმილი.
იგი ასევე შეხვდება ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და განიხილავს ამერიკა-ყაზახეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს.