ევროკავშირის მიზანია უკრაინასთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია განავითაროს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირის ლიდერებისგან პირობა მიიღო, რომ სამოქმედო გეგმის თანახმად, უკრაინელებს ევროპაში სამოგზაუროდ მოკლევადიანი ვიზები აღარ დასჭირდებათ.
ამის შესახებ, ევროკომისის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია, რომ მომავალში უკრაინასთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია განავითაროს.