ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, შეერთებული შტატების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების მასშტაბი, 11 სექტემბრის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. საფრთხეები გაცილებით მცირე მასშტაბიანი გახდა და ამასთან, ძირითადად ადგილობრივი წარმომავლობის გახდა.
ცხრამეტივე ტერორისტი , ვინც 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებს დაესხა თავს - არაბი იყო. არცერთი მათგანი ამერიკის მოქალაქე არ ყოფილა. 2001 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
პოლიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ასკვნის, რომ დღეს არსებული საფრთხეები წარმოებს ძირითადად იმ ამერიკელებისგან, რომელებიც ალ ყაიდასთან და სხვა ჯგუფებთან არიან დაკავშირებული. კვლევის თანახმად, ამერიკა ამგვარ საფრთხეებზე ძალიან ნელა რეაგირებს. სტივენ ფლინი უშიშროების საკითხების ანალიტიკოსია, რომელიც კვლევის წარმოებაში მონაწილეობდა. მისი თქმით:
„მნიშვნელოვნად მცირე ზომის თავდასხმებისა და ისეთი ტეროტისტების დაფიქსირება, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებში ამერიკის ტერიტორიაზე გაერთიანდნენ, ეროვნული უშიშროებისა და სადაზვერვო სამსახურებისთვის გაცილებით რთულია. პრაქტიკულად რომ ვისაუბროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ტერიტორიაზე ადვილად შეიძლება განხორციელდეს წარმატებული ტერორისტული თავდასხმა. ამიტომ, ჩვენ ძალისხმევა უნდა მოვიკრიბოთ და გონს მოვეგოთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან ავიცილოთ.“
ამის მაგალითი ნიუ იორკში ტაიმს სკვერზე განუხორციელებელი აფეთქების მცდელობაა. პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი ტერორისტების შეხედულებებს დაეთანხმა და ტრეინინგი ამერიკის საზღვრებს გარეთ მიიღო. აღნიშნულ კვლევაში 43 შემთხვევაა მოყვანილი, რომლის დროსაც ამერიკის მოქალაქეები ან მუდმივი მაცხოვრებლები ტერორისტულ დანაშაულებში გასულ წელს იყვნენ დადანაშაულებული. ეს რაოდენობა 2001 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. ტერორიზმის სპეციალისტი ბრუს ჰოფმანი, რომელიც კვლევის თანაავტორია ამბობს:
"იმ პირებს, რომლებსაც ტერორიტულ საქმიანობაში ტრეინინგის მიღება სურთ, დღეს დიდი არჩევანი აქვთ ამისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა ინდივიდუალური პირები ისეთ ქვეყნებში ცდილობენ მომზადების გავლას, როგორიცაა მაგალითად სომალი და არა პაკისტანი."
ამ ბოლო დროს დაწყებული ორი დავა, რომლებიც მანჰეტენზე მეჩეთის აშენებას და ფლორიდაში კი ყურანების დაწვას ეხება ალ ყაიდას ეხმარება ტერორისტული შეხედულებების გავრცელებასა და გამყარებაში. ტომას კინი, რომელიც ასევე მონაწილეობდა კვლევის წარმოებაში ამბობს:
"ასეთი დებატების წარმართვით, ჩვენ ხალხის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მცდელობას ხელს ვერ შევუშლით. ეს არც იდეოლოგიური ომის წარმოებაში დაგვეხმარება რამით.
კვლევის კიდევ ერთი ლიდერი, ლი ჰამილტონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკეთესად უნდა შეისწავლოს მუსლიმური სამყარო და მასთან უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს:
„ერთი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ. ლონდონიდან დაწყებული ჯაკარტით დამთავრებული, 3-4 მილიარდი მუსლიმი ცხოვრობს. ეს უზომოდ მნიშვნელოვანი ძალაა მსოფლიოში. ჩვენ ის გაცილებით უკეთესად უნდა გავიცნოთ იმისთვის, რომ დაპირისპირების გადაწყვეტა შევძლოთ.“
კინი და ჰამილტონი აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკა უნდა შიცვალოს. კვლევის დასკვნაში ამ ცვლილებების რეკომენდაციებისაა მოყვანილი.