შეერთებულმა შტატებმა ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს,რომ ირანს არასდროს უთქვამს უარი დასავლეთისთვის ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აჰმადინეჟადმა დასავლეთს ირანთან დამოკიდებულების შეცვლისკენაც მოუწოდა და ბირთვული მოლაპარაკებების შეფერხებაში დასდო ბრალი.
აღსანიშნავია, რომ ირანსა და დასავლეთის ექვს ქვეყანას შორის ბირთვული მოლაპარაკებები გასულ წელს შეწყდა და მას მერე მათი განახლებავეღარ მოხერხდა.
შეერთებულმა შტატებმა ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოუწოდა თეირანს უპასუხოს ბირთვული მოლაპარაკების დაწყების შეთავაზებას, რომელიც ირანს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა კეტრინ ეშტონმა გაუგზავნა.