რუსეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდში 10 მილიარდი დოლარს გადარიცხავს
რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროზონის ეკონომიკის დახმარების სახით, საერთაშორისო სავალუტო ფონდში 10 მილიარდი დოლარი გადარიცხოს.
ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში ევრო-რუსეთის სამიტის დროს გააკეთა.
სამიტს ვეროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო და პრეზიდენტი მედვედევი ესწრებოდნენ.
სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბატონმა რომპოიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების შესახებ ძალზე წუხს, თუმცა იმედი აქვს, რომ რუსეთი დანაპირებს შეასრულებს და მომავალ გამოკითხვებს გულდასმით გააკონტროლებს.
პარასკევს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია 18 წლიანი მოლოდინის შემდეგ, რუსეთს წევრობის მანდატს მიანიჭებს.