ყარაჩიში კვლავ მსხვერპლია

ყარაჩიში კვლავ მსხვერპლია

პაკისტანში ავღანეთის საზღვართან მომხდარი შეტაკების შედეგად 15 მეომარი გარდაიცვალა და ათეულობით ადამიანი დაიჭრა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ერთმანეთთან დაპირისპირებული ისლამისტური დაჯგუფებების შეხლა-შემოხლა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ორაკზაის რაიონში.

აფეთქება მოხდა ქვეყნის სამხრეთშიც, დედაქალაქ ყარაჩის "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წინ. ოფიციალური ვერსიით ასაფეთქებელი მოწყობილობა იქ ორმა მოტოციკლის მძღოლმა მიიტანა. ყარაჩიში მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან.