კადაფი შესაძლოა ხელისუფლებაში დაბრუნდეს

კადაფი შესაძლოა ხელისუფლებაში დაბრუნდეს

ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს თხოვნით მიმართეს, რომ ლიბიაში სამიზნეების სია გაიზარდოს.

გენერალმა დევიდ რიჩარდსმა გაზეთ „სანდეი ტელეგრაფს“ განუცხადა, რომ თუ ნატომ დაბომბვები არ გააძლიერა, შესაძლოა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ქვეყნის სათავეში დაბრუნდეს.

გენერალ რიჩარდსის თქმით, ამჟამად ნატოს სამიზნეების შეზღუდული კატეგორიები აქვს. ალიანსი მხოლოდ იმ სამიზნეებს ბომბავს, რომლებიც ლიბიის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ლიბიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნატო არასაფრენი ზონის მანდატს არღვევს და მუამარ კადაფის მოკვლას ცდილობს.