ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კოალიციურ ძალებს, ავღანეთში 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო ავღანეთში მეომარი ამერიკელი ჯარისკაცები და განაცხადა, რომ თალიბებთან ომი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი.
ავღანეთის ბაგარმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბატონი ობამას მოულოდნელი ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა უთხრა კოალიციურ ძალებს, ავღანეთში 9 წლის განმავლობაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ავღანეთში მხოლოდ 4 საათი გაგრძელდა.