გაერო სირიის პრეზიდენტს მოუწოდებს

გაერო სირიის პრეზიდენტს მოუწოდებს

რუსეთი და ჩინეთი იმ 12 ქვეყანაში იყო, რომელმაც რეზოლუციის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს სირიის მთავრობის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა ხელყოფას და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 137 ქვეყანამ მიიღო. თორმეტმა რეზოლუციის დამტკიცებაზე უარი განაცხადა, ჩვიდმეტმა კი თავი შეიკავა. რუსეთი და ჩინეთი იმ 12 ქვეყანაში იყო, რომელმაც რეზოლუციის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

ხუთშაბათს გაეროს გენერალრუმა მდივანმა ბან კიმუნმა მიმართა სირიის პრეზიდენტს, შეწყვიტოს ძალადობა და სამხედრო ძალების მიერ მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა შეაჩეროს.

ლონდონში სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს სირიის მასშტაბით სამთავრობო ძალებმა სულ ცოტა 24 ადამიანი მოკლეს.

ჩინეთიდან სირიაში სამშვიდობო მისიით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ჩავა, რომელიც შეეცდება სირიის მთავრობა სამშვიდობო რეზოლუციის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

T