7 სირიელის და 4 კომპანიის ქონებას გაყინავს და მათ მოგზაურობას აუკრძალავს ევროპის ქვეყნებში.
ევროკავშირმა ფინანსური და სამგზავრო სანქციები გაზარდა სირიის წინააღმდეგ. კავშირის ლიდერებმა დაგმეს დამასკოს მიერ პრო-ოპოზიციის დემონსტრაციების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა.
დღეს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ კიდევ 7 სირიელის და 4 კომპანიის ქონებას გაყინავს და მათ მოგზაურობას აუკრძალავს ევროპის ქვეყნებში. ამით, სანქციები სულ 34 სირიელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ შევა ძალაში. მათ შორის არის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და ირანის რევოლუციური გვარდიის სამი მეთაური, რომლებსაც ევროკავშრი პრეზიდენტ ასადის დახმარებაში ადანაშაულებს.