როგორც ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, ოფიციალური ვაშინგტონი და მსოფლიო ლიდერები თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ ბოლო მოეღოს ავღანეთში გამძვინვარებულ ომს.
პრეზიდენტმა კარზაიმ მოლაპარაკების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
ამერიკის საელჩომ კომენტარზე უარი თქვა კარზაის განცხადებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრესიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ დევიდ პეტრაეუსს. შეხვედრისას ოფიციალურმა პირებმა ამერიკის სამხედრო ძალების ავღანეთიდან გაყვანის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც თეთრი სახლი აცხადებს, მათ განიხილეს პროექტის რამდენიმე ვარიაცია.
ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან გამოსვლას ამა წლის ივლისში დაიწყებენ და 2014 წლს დაასრულებენ