გაეროს ღარიბი ქვეყნების დახმარება სურს

გაეროს ღარიბი ქვეყნების დახმარება სურს

მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული 48 ქვეყნის ლიდერი დღეს სტამბოლში შეიკრიბა გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს და მათ სიღატაკის, სურსათზე მზარდი ფასებისა და კლიმატური ცვლილებების შედეგებისთვის თავის გართმევაში ხელი შეუწყონ.

ყველაზე ნაკლებად განვითარებული 48 ქვეყნიდან, 33 აფრიკაშია, 14 აზიაში და ერთი - ჰაიტი სამხრეთ ამერიკაში.

კონფერენცია პარასკევს დასრულდება.