რესპუბლიკელები და დემოკრატები თავიანთ საარჩევნო კამპანიას ასრულებენ.
ხვალ შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. რესპუბლიკელები და დემოკრატები თავიანთ საარჩევნო კამპანიას ასრულებენ.
დამკვირვებლების თქმით, რეიტინგების თანახმად, რესპუბლიკელებს ამ არჩევნებში გამარჯვების და კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ.
გელაპის გამოკითხვის თანახმად, 1500 გამოკითხულიდან 55 პროცენტი რესპუბლიკელებს უჭერს მხარს. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დემოკრატების რეიტინგის კლებას უწყობს ხელს, ეს ქვეყნის ეკონომიკაა.