შუა აზია შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედის

ამერიკა მხრას უჭერს შუა აზიის ქვეყნებში სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას.

"შუა აზია შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედის" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა.

შეერთებული შტატები კარგად იცნობს შუა აზიის ხუთი სახელმწიფოს თვითმყოფადობას და პატივს სცემს ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

ამერიკა მხრას უჭერს ამ ქვეყნებში სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას. შუა აზიის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა ერთმანეთთან, შეერთებულ შტატებთან და მის პარტნიორებთან, რეგიონში სტაბილობის და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეერთებულმა შტატებმა შუა აზიის რეგიონში თავისი პოლიტიკის პრიორიტეტები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: პირველ რიგში საჭიროა თანამშრომლობის გააგრძელება შუა აზიის სახელმწიფოებთან ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, აუცილებელია მათი მხარდაჭერა რეგიონის ენერგორესურსების ათვისების საქმეში. ამავე დროს, უნდა განხორციელდეს შუა აზიის სახელმწიფოების პოლიტიკური ლიბერალიზაცია და უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.

რაც შეეხება ეკონომიკას, შეერთებული შტატები მხრას უჭერს ეკონომიკურ რეფორმებს და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რობერტ ბლეიკის განცხადებით, ვაშინგტონი დაინტერესებულია შუა აზიის ქვეყნებთან უსფართხოების სფეროში თანამშრომლობით, მაგრამ არა ადამიანის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.

"შეერთებული შტატები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვას, რაც სამოქალაქო საზოგადოების აშენების წინაპირობაა. ეს საკითხი ყოველთვის იქნება შუა აზიის ქვეყნებთან მიმდინარე დიალოგის მთავარი თემა" - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა.

მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზა ყირგიზეთში ამის კარგი მაგალითია. მაშინ როდესაც ამ სატრანზიტო ბაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავღანეთში მეომარი ამერიკის და მისი მოკავშირეთა ჯარების მომარაგებისთვის შეერთებული შტატები ყირგიზეთის ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებათა პატივისცემას მოითხოვს.

"პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია არანაირ კომპრომისზე არ წავა ამერიკული ღირებულებების დაცვის საქმეში, თუმცა ამავე დროს ის გულახდილ დიალოგს აწარმოებს თავის პარტნიორებთან სადაო საკითხებზე. შეერთებული შტატები გაგარძელებს შუა აზიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობას დეოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა.