სოციალური მედია-მედია თუ იარაღი?!

სოციალური მედია-მედია თუ იარაღი?!

"ძალიან ცოტაა იმის დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს ტვიტერმა და ფეისბუქმა ირანში გამოსვლების გააქტიურებას ხელი შეუწყო."

გასულ წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ ტვიტერს უცნაური თხოვნით მიმართა. თხოვნისამებრ, ტვიტერი, რომელიც ამ დროისთვის საკუთარი ვებ-გვერდის განახლებას აწარმოებდა, ვალდებული იყო პროცესი შეეწყვიტა, რათა ირანელებს, რომლებიც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადენეჟადის მეორე ვადით არჩევას აპროტესტებდნენ, ტვიტერის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაში ხელი არ შეშლოდათ.

აჰმადინეჟადის არჩევასთან დაკავშირებით პროტესტი მთელს ირანს მოედო, დემონსტრანტები სამართალდამცველებს ებრძოდნენ, ქვეყანა ძალადობამ და ქაოსმა მოიცვა. ნუთუ ტვიტერმა გამოიწვია პროტესტის ეს ტალღა ირანსა და საზღვარგარეთ?

ორგანიზაცია “გლობალ ვოისის” დამფუძებელი, ეზან ზუკერმანი სოციალური მედიის გავლენის სტატისტიკას იკვლევს.

“დღეს, ცნობილი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, ხალხი ცდილობს გაარკვიოს თუ რამდენი ადამიანი იყო უშუალოდ ტვიტერით ინფორმაციის გავრცელებაში ჩართული. ჩემი შეფასებით ეს ციფტი ასობით ადამიანს მოიცავს.”-ამბობს როსი.

ალეკ როსის ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მრჩეველია ინოვაციურ საკითხებში, ძალიან ცოტაა იმის დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს ტვიტერმა და ფეისბუქმა ირანში გამოსვლების გააქტიურებას ხელი შეუწყო.

“კონკრეტული ფაქტების, სტატისტიკის გაცნობისას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსგავს ისტორიულ ინტერ-კულტურულ, ინტერ -ეთნიკურ კონფლიქტურ გარემოში მსგავსი შედეგები მოსდევს და სოციალური ქსელების გავლენა მხოლოდ ზედაპირულია.”

როსი იზიარებს იმ აზრს, რომ ინტერნეტი საკმაოდ ძლევამოსილი ქსელია, მაგრამ თვლის, რომ მას ბევრი უწესრიგობა ახლავს.

“ინტერნეტი მნიშვნელოვანი იარაღია. თუმცა ის შესაძლოა გამოიყენებოდეს როგორც კარგი, ასევე ცუდი მიზნებისთვის. ის ანადგურებს ბაზრებს, კომუნიკაციებს, ცვლის ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებს. მაგრამ ის მხოლოდ იარაღია, რომელსაც ხალხი სხვადასხვა მიზნისთვის იყენებს.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როსი თვლის, რომ სოციალურ მედიას აქვს ძალა, მაგრამ შეზღუდული.

ამასთან დაკავშირებით, ირანელი სტუდენტები, რომლებიც ამერიკაში სწავლობენ, თვლიან, რომ ვებ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია, იმის გაგების საშუალებას მაინც იძლევა, თუ რა ხდება არჩევნების შემდგომ ირანში.

“ხალხისთვის მნიშვნელოვანი ამ ვებ გვერდების გამოყენება. რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ვერაფერს გაიგებენ თუკი ირანელ და უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში მუშაობის საშუალება არ მიეცემათ .”-ამბობს სანაზი, ირანელი სტუდენტი, რომელიც ამერიკაში სწავლობს.

იმის გამო, რომ სოციალური მედია ჯერ კიდევ ახლად შემოსულად ითვლება, ექსპერტებს მის გავლენასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა აქვთ ვიდრე პასუხი.

“ყველაზე მეტად გვაინტერესებს, როდესაც ვინმეს ახლებური ხედვა აქვს.”

სანამ ექსპერტები სოციალური მედიის გავლენას სწავლობენ, ტექნოლოგია განვითარებას განაგრძობს. ეს უფრო უკეთ განვითარებულ ქვეყნებში იგრძნობა, სადაც მოსახლეობა უკვე გადაახტა პერსონალურ კომპიუტერებს და ინტერნეტის ხმარება მობილური ტელეფონებით დაიწყო. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერის, მარჯ ლინჩი ს თქმით, მობილურ ტელეფონებში, ტვიტერისა და ფეისბუქის გადმოტვირთული გვერდების გავლენის დადგენა, საოცრად რთულია.