"ვოლმარტის" სკანდალი

მსოფლიოს ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი ვოლ მარტი კორუფციის სკანდალში გაეხვა. ამერიკულ კომპანიას მექსიკაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს. გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსის" განცხადებით, ვოლ მარტის მექსიკელი ხელმძღვანელები ქრთამის გადახდის გზით მოიპოვებდნენ მაღაზიის აშენების ნებართვებს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში.

კორუფციის ბრალდება პირველად 2005 წელს გაჟღერდა, როცა ვოლ მარტის ერთ-ერთმა წამყვენმა იურისტმა კომპანიის სათავო ოფისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შესაძლო დარღვევების გამოძიებას სთხოვდა.

ამჟამად გამოძიების ფედერალური ბიურო იძიება ვოლ მარტის მექსიკის წარმომადგენლობის საქმიანობა. წინასწარი ინფორმაციით, კომპანიის მექსიკელი მმართველები ამერიკელ ხელმძღვანელობას საქმის კურსში არ აყენებდნენ აღნიშნული გარიგებების წარმოებისას. ქრთამების სახით კომპანიამ სავარაუდოდ 24 მილიონი დოლარი დახარჯა. ქრთამის შეთავაზება ბიზნეს გარიგების წარმატების დასრულების სანაცვლოდ როგორც ამერიკის, ასევე მექსიკის კანონმდებლობის დარღვევაცაა.