ჩინეთს ირანისთვის ნავთობის მიყიდვა ეკრძალება

ჩინეთს ირანისთვის ნავთობის მიყიდვა ეკრძალება

კომპანიებს შორის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ჩინური კომპანიაა, რომელიც თეირანს მუდმივად დიდი რაოდენობის საწვავით ამარაგებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ ენერგომოვაჭრე კომპანიას სანქციები დაუწესა, რის საფუძველზეც ირანს მათგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა აეკრძალება.

ამ კომპანიებს შორის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ჩინური კომპანიაა, რომელიც თეირანს მუდმივად დიდი რაოდენობის საწვავით ამარაგებს.

ეს განცხადება აშშ-ს ხაზინის მდივნის ტიმოთი გეიტნერის ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. იგი აზიის ქვეყანას იმ მიზნით ესტუმრა, რომ დაარწმუნოს პეკინი ირანის ნავთობინდუსტრიის საწინააღმდეგო სანქციებს მხარი დაუჭიროს.