თანხები გაიცემა სამხედრო პერსონალისთვის ერაყსა და ავღანეთში.
წარმომადგენელთა პალატის წევრებმა დაამტკიცეს 662 მილიარდიანი თავდაცვის კანონი, რომელიც ასევე შეიცავს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მოპყრობას.
ოთხშაბათს კანონმდებლებმა ეს კანონი 283-დან 136 ხმით დაამტკიცეს.
სავარაუდოდ სენატი კანონს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ობამა მას ხელმოწერით დაადასტურებს.
თავდაცვის კანონის მიხედვით, დაფინანსდება თავდაცვის დეპარტამენტი და ენერგეტიკის სამინისტროს უსაფრთხოების პროგრამები. თანხები გაიცემა სამხედრო პერსონალისთვის ერაყსა და ავღანეთში და ყველა იმ ოპერაციების დასაფინანსებლად, რომლებიც წლევანდელი საბიუჯეტო წლის მანძილზე განხორციელდება.
კანონის მიხედვით, შეუწყდება დახმარება პაკისტანს და მიღებული ზომების შედეგად გაფართოვდება სანქციები ირანის წინააღმდეგ.