ამერიკელი ბიზნესმენი კვლავ ტყვეობაშია

ამერიკელი ბიზნესმენი კვლავ ტყვეობაშია

პაკისტანის ხელისუფლებამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლაჰორში გატაცებული ამერიკის მოქალაქე გაანთავისუფლეს.
ლაჰორის პოლიციის უფროსის აჰმედ რაზა თჰირის განცხადებით, ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ვაინშტეინი პენჯაბის პროვინციის ქალაქ ხუშაბში გაანთავისუფლეს.
თუმცა პოლიციის უფროსმა მოგვიანებით თავდ უარყო ეს ინფორმაცია. იგივე დაადასტურა ამერიკის საელჩომ პაკისტანში.


70 წლის ამერიკელი 13 აგვისტოს გაიტაცეს საკუთარი სახლიდან, როდესაც ყაჩაღებმა მისი დაცვის განიარაღება შეძლეს.