ათასობით ადამიანი მონაწილეობს შაბათს, სირიის მთავრობის მიერ დახვრეტილი ადამიანების დაკრძალვის ცერემონიაში.
სირიელი აქტივისტების განცხადებით, პარასკევს გამართული ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს კიდევ 63 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა უმრავლესობა დამასკოდან 300 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ჰამას მცხოვრებლები არიან.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა შორის 25 ბავშვია.