პენტაგონმა ახალი ანგარიში გამოსცა

პენტაგონმა ახალი ანგარიში გამოსცა

პენტაგონის ინფორმაციით, ავღანეთში სამხედრო კამპანიის შედეგად თალიბების განდევნა მოხდა ქვეყნის სამხრეთში განლაგებული საკვანძო პუნქტებიდან.

ამერიკის თავდაცვის უწყება ამ შედეგს რეალურ პროგრესად მოიხსენიებს.

მაგრამ თავის მოხსენებაში კონგრესისადმი, თავდაცვის დეპარტამენტი ასევე შენიშნავს რომ მიღწეული პროგრესი ჯერ საკმაოდ მყიფეა და რომ გამოწვევები რჩება მეამბოხეებთან ბრძოლაში.

პენტაგონმა ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2010 წლის ოქტომბერიდან დღემდე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთიდან ჯარების გასვლის დაწყებას ივლისისთვის ვარაუდობს. ამ დროს ავღანელი ჯარისკაცები ჩაიბარებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.