თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

მეორე აფეთქებამ საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ახლომახლო შენობებს დიდი ზიანი მიადგა.

თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისის მახლობლად მოხდა, რომელმაც 50 წლის ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა.

პოლიციის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობები, ჩაიმსხვრა მინები.

ჯერჯერობით აფეთქებების ორგანიზატორთა ვინაობა უცნობია, თუმცა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია ყველაფერში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ აფეთქებას პოლიტიკური სარჩული უდევს.

მეორე აფეთქება მუხიანში მოხდა, რომელმაც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ახლომახლო შენობებს დიდი ზიანი მიადგა.