სამმხრივი შეხვედრა ნატო-რუსეთის ურთიერთობების განახლების მიმართულებით შესაძლებლობას წარმოადგენს .
საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერები დღეს საფრანგეთის ქალაქ დევილში შეხვდებიან ერთმანეთს და ნატოს გეგმას განიხილავენ ევროპაში რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემის განლაგების შესახებ.
პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ოფისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრა წარმოადგენდა შესაძლებლობას ნატო-რუსეთის ურთიერთობების განახლების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ნატოს მიზანია სარაკეტო სისტემა რუსეთის მონაწილეობით განლაგდეს.
ნატოში რუსეთის ელჩი-დიმიტრი რაგოზინი კი აცხადებს, რომ მოსკოვს ნატოსგან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს.