პრეზიდენტი ობამა ისრაელს მოუწოდებს

პრეზიდენტი ისრაელის მიერ პალესტინის ტეროტორიაზე უკანონო ჩასახლებების შეჩერების მოწოდებით გამოდის.

ამერიკის პრეზიდენტი ისრაელის მიერ პალესტინის ტეროტორიაზე უკანონო ჩასახლებების შეჩერების მოწოდებით გამოდის.

ბარაკ ობამას თქმით, მან თავად თხოვა ისრაელის პრემიერ მინისტრს, რომ მისმა მთავრობამ გაზარდოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო დასახლებების შეჩერების დრო, რათა ვაშინგტონში დაწყებულმა მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღოს.

თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ნათანიაჰუს მთავრობაში დასახლებების შეჩერებას ბევრი მოწინააღდმეგე ჰყავს, ამიტომ შესაძლოა ეს ამბავი რთული მოსაგვარებელი აღმოჩნდეს. მაგრამ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი მოლაპარაკებები წინ მიიწევს, მაშინ ლოგიკურია, რომ მორატორიუმი უნდა გაგრძელდეს.

მშენებლობების შეჩერებას ვადა ოფიციალურად 26 სექტემბერს გასდის. იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი მორატორიუმს შეაჩერებს, პალესტინა მოლაპარაკებების პროცესიდან გამოთიშვით იმუქრება.