ავღანეთში კვლავ შეტაკებებია

ავღანეთში კვლავ შეტაკებებია

დაიღუპა11 ავღანელი პოლიელი და რაიონის გუბერნატორი.

ჩრდილოეთ ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, მეამბოხეების თავდასხმის შედეგად 11 ავღანელი პოლიელი და რაიონის გუბერნატორია დაღუპული. თავდასხმებისს სერია სამ სხვადასხვა ადგილას განხორციელდა.

თალიბი მეამბოხეები ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში თავს დაესხნენ სასაზღვრო პოლიციის პოსტს, სადაც მათ ხუთი მესაზღვრე პოლიციელი მოკლეს.

გუშინვე ყუნდუზის მეზობელ რაიონში ნაღმზე ააფეთქეს მხარის გუბერნატორი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ასევე ნაღმზე აფეთქების შედეგად, ბადახშანის რაიონში ხუთი ავღანელი პოლიციელია დაღუპული. დღეს კი ნატოს სარდლობის განცხადების თანახმად, კოალიციის ძალებმა ღაზნის პროვინციაში იერიში მიიტანეს თალიბ ამბოხებულებსა და „ალ-ყაიდას“ ძალებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ამბოხებულია განადგურებული.