ესპანეთში ეკონომიკური კრიზისი პიკს აღწევს

პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას ევროზონის ქვეყნებს მიმართა.

ევროკავშირის განცხადებით, ესპანეთი გეგმავს მილიარდობით დოლარის სესხი აიღოს, რათა ქვეყნის წამყვანი ბანკები გაკოტრებას გადაარჩინოს.

იმ შემთხვევაში თუ ესპანეთს საერთაშორისო სესხი გადაეცემა, იგი ევროზონის 17ქვეყნიდან საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის შემდეგ მეოთხე ქვეყანა იქნება.

თეთრ სახლში გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რწმენა გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნებს გააზრებული აქვთ არსებული სიტუაციის სიმძიმე და მის გამოსასწორებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.