რომის პაპის პირადი მსახური დაკავებულია

46 წლის პაოლო გაბრიელი ოთხშაბათს მას მერე დააკავეს, რაც მის სახლში პოლიციამ საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს.

შაბათს ვატიკანმა დაადასტურა, რომ დაკავებულია პაპ ბენედიქტეს მსახურთუხუცესი, რომელიც პაპის საიდუმლო დოკუმენტებსა და წერილებს იპარავდა და მედიას გადასცემდა.

ოთხშაბათს პოლიციამ 46 წლის პაოლო გაბრიელი მას მერე დააკავა, რაც მის სახლში საიდუმლო დოკუმენტები იპოვა. პაოლო გაბრიელი პაპის მომსახურე პერსონალში 2006 წლიდან ირიცხება.

სკანდალური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციამ იტალიურ მედიაში რამდენიმე თვის წინ გაჟონა. დოკუმენტები ამტკიცებენ ვატიკანში მომხდარი კორუფციის ფაქტებს და დეტალურ ინფორმაციას იძლევიან კათოლიკური ეკლესიის მეთაურისა და სახელმწიფო მდივნის - ტარჩიზიო ბერტონეს ურთიერთობების შესახებ.