მრავალათასიანი პროტესტი ესპანეთში

უმუშევრობა ესპანეთში უკვე 25 პროცენტს აღწევს.

ესპანეთში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. სხვადასხვა ქალაქებში გამართულ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.ესპანელები ქვეყანაში ფინანსურ კრიზისს და ხელისუფლების ანტიკრიზისულ ზომებს აპროტესტებენ.

ყველაზე ხალხმრავალი აქციები მადრიდში და ბარსელონაში გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

უმუშევრობა ესპანეთში უკვე 25 პროცენტს აღწევს. 25 წლამდე მოქალაქეთა ნახევარი უმუშევარია.