ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბირმაში ვიზიტის შემდეგ, ბლოკის პოლიტიკის გადახედვას გეგმავენ.
ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირმისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს და უახლოეს მომავალში იგი ბირმაში ვიზიტით გაემგზავრება.
ბატონმა კამერონმა ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ დააყოვნებს, თუ ბირმა დემოკრატიული პროგრესით წინსლვას კვლავ გააგრძელებს. თუმცა კამერონმა იქვე დასძინა, რომ ამისთვის მას შედეგების საკუთარი თვალით ხილვა სურს.
ბირმაში ვიზიტისას ბრიტანეთის პრემიერს დაგეგმილი აქვს ქვეყნის პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიის ლიდერს აუნ სანგ სუ ჩის შეხვდეს, რომლის პარტიამ ახლახანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბირმაში ვიზიტის შემდეგ, ბლოკის პოლიტიკას გადახედვას გეგმავენ.