სირიაში კვლავ მსხვერპლია

სირიაში კვლავ მსხვერპლია

დამასკოდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ რასტანის უდიდეს ნაწილს ამჟამად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

სირიის უშიშროების ძალებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ რასტანზე, სადაც სირიის არმია დეზერტირების შეიარაღებულ ნაწილებს ებრძოდა, რომლებიც ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ.

ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, ჯარისკაცებმა სახლების ჩხრეკა დაიწყეს დეზერტირების აღმოჩენის მიზნით.

დამასკოდან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ რასტანის უდიდეს ნაწილს ამჟამად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები თურქეთში ხვდებიან ერთამანეთს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ალიანსის ჩამოყალიბების მიზნით.

გაეროს მონაცემებით, სირიაში სახალხო გამოსვლების დაწყებიდან 2700 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებთან შეტაკებაში.