ვიზიტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.
ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი კუბაში შაბათს ჩავიდა ქიმიური თერაპიის დაწყების მიზნით. ივნისში მას კუბაში ოპერაცია გაუკეთეს და სიმსივნე ამოაჭრეს.
კარაკასში თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჩავესმა განაცხადა, რომ ის კუბაში რამდენიმე დღით მიდიოდა, თუმცა მისი ვიზიტის ნამდვილი ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.
მას შემდეგ, რაც ვენესუელას ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტის ვიზიტი დაამტკიცა, ჩავესმა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები ვიცე პრეზიდენტსა და ფინანსთა მინისტრს გადაუნაწილა.