არსებობს თუ არა ტერორიზმის საფრთხე აშშ-ში?

არსებობს თუ არა ტერორიზმის საფრთხე აშშ-ში?

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ნომერ პირველი ტერორისტისგან - ბინ ლადენისგან გათავისუფლდა, ალ ყაიდასა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებათა თავდასხმების საფრთხე შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს.

შეერთებულ შტატებში საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების თანამშრომლები განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობენ. არ არის გამორიცხული ბინ ლადენის მკვლელობამ ზოგიერთ ექტრსემისტულად მოაზროვნე ამერიკელს -ტერორისტული აქტის განხოციელებისკენ უბიძგოს. როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცერი ფილიპ მადი აცხადებს:

„არ არის აუცილებელი ქვეყნის შიგნით ტერორისტული აქტი თვითფრინავის გატაცებით ან რკინიგზის დანაღმვის საშუალებით განხორციელდეს. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა ნებისმიერ ადგილას შეიძლება, სავაჭრო ცენტრი იქნება ეს თუ საზოგადოების თავშეყრის ნებსიმიერი უწყინარი ადგილი.“

კონტრტერორიზმის ექპერტთა განცხადებით, არ არის გამორიცხული იემენში ბაზირებული ალ ყაიდას ორგანიზაციის წევრებმა შეერთებულ შტატებში ახალი ტერორისტული აქტის განხორციელება დაგეგმონ.

ამიტომაც, აშშ-ს მთავრობა სადაზვერვო სამსახურებისა და უსაფრთხოების სააგენტოების თანამშრომლებს განსაკუთრებული მზადყოფნისკენ მოუწოდებს.