თალიბებმა გაეროს წარმომადგენლობა ააფეთქეს

თალიბებმა გაეროს წარმომადგენლობა ააფეთქეს

ტერაქტის დროს პარტიზანების ნაწილი პოლიციის ფორმაში იყო გადაცმული.

ავღანეთის დასავლეთში, ჰერატის პროვინციაში თალიბმა შახიდებმა გაეროს წარმომადგენლობა ააფეთქეს. ოპერაციაში ოთხი მებრძოლი მონაწილეობდა.

გაეროს განცხადებით, ამ ტერაქტის დროს პარტიზანების ნაწილი პოლიციის ფორმაში იყო გადაცმული. ავღანეთის ხელისუფლების მტკიცებით, თავდამსხმელები გაანადგურეს.

გაეროს შენობას ავღანეთის უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს.

გაეროს წარმომადგენლობა ქაბულში და ინდოეთის საელჩო ადრეც არაერთხელ გამხდარან თალიბთა თავდასხმის ობიექტები.