ასტრონავტებმა მომავალში ექპერიმენტებისთვის განკუთვნილ ლაბორატორიაში სხვადასხვა დანადგარები შეიტანეს.
შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო იუწყება,რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი ატლანტისი ტოვებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.
ნასას განცხადების თანახმად, კოსმოსური ხომალდი ატლანტისი დღეს დაასრულებს თავის მისიას. ატლანტისი ოთხშაბათს დაეშვება ფლორიდაში.
მისიის დროს ატლანტისის ასტრონავტებმა მომავალში ექპერიმენტებისთვის განკუთვნილ ლაბორატორიაში სხვადასხვა დანადგარები შეიტანეს. ასევე დაამონტაჟეს ანტენები და ბატარეები.