სამხედრო დანაშაულში მხილებული აშშ-დან დეპორტირებულია

ამერიკელმა სამართალდამცავებმა რადოიკოვიჩი ლას ვეგასში საკუთარ ბინაში აიყვანეს.

ბოსნია ჰერცეგოვინას პოლიციის ყოფილი შეფი, სამშობლოში სამხედრო დანაშაულში მხილებული დეიან რადოიკოვიჩი შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული იქნა.

სამხედრო დამნაშავე ბოსნიას დედაქალაქში აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაიყვანეს.

61 წლის დეიან რადოიკოვიჩს 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში 8000 მუსლიმი მამაკაცის დახოცვაში ედება ბრალი.

რადოიკოვიჩი შეერთებულ შტატებში 1999 წელს ჩამოვიდა. 2009 წელს ბოსნიის სასამართლომ რადოიკვიჩი სამხედრო დანაშაულში ამხილა, რის შემდეგაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა რადოიკოვიჩი ლას ვეგასში საკუთარ ბინაში აიყვანეს.

რადოიკოვიჩი ბოსნია ჰერცეგოვინას პოლიციის მეორე მაღალჩინოსანია, რომელსაც ომის დანაშაულის გამო ბოსნიაში დეპორტაცია მოუხდინეს.